სასწავლო სილაბუსების შემუშავება PROVE პროექტის ფარგლებში

სილაბუსები შემუშავდა პროექტის მონაწილე სამუშაო ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სამუშაო გუნდებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურიკულუმების შემუშავების პირველი ეტაპი. სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სამუშაო გუნდის ძირითადი წევრები, ისე ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და მითითებებს.

სილაბუსები შემუშავდა პროექტის მონაწილე სამუშაო ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სამუშაო გუნდებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურიკულუმების შემუშავების პირველი ეტაპი. სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სამუშაო გუნდის ძირითადი წევრები, ისე ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და მითითებებს.

ახლად შემუშავებული სილაბუსები ფოკუსირებულია უმაღლეს განათლებაში ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლების ინტეგრირებაზე და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • გუნდი 2 – ზოგადი საუნივერსიტეტო კურსი მომავალი მასწავლებლებისთვის (კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
  • გუნდი 3 – საუნივერსიტეტო კურსი სოციალურ საკითხებზე (კოორდინატორი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
  • გუნდი 4 – მომავალ მასწავლებელთა მომზადების კურსი VaKE მეთოდოლოგიის გამოყენებით და მისი პრაქტიკული დანერგვა სტაჟირებისას (კოორდინატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდმა 1-მა, რომლის ფუნქციასაც წარმოადგენდა მონაწილეთა პროფესიული მხარდაჭერა შესაბამისი ტრენინგები შეთავაზებით, პროცესის მონიტორინგითა და კრიტიკული მეგობრის ფუნქციის შესრულებით. კურიკულუმების შემუშავების ფაზაში პირველი გუნდის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრებში ექსპერტული უკუკავშირისა და სტრატეგიული მითითებების მისაწოდებლად. ისინი, როგორც საკონსულტაციო ჯგუფი, მუშაობდნენ თოთოეული სილაბუსის ხარისხის, თანმიმდევრულობისა და პედაგოგიური მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული კურსები ეფუძნება ინტერაქციულ, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომებს, რომლებიც აკავშირებს ეთიკურ მსჯელობას საგნობრივ ცოდნასთან. სწავლება ხელს უწყობს აქტიურ სწავლას დილემების, დისკუსიების, როლური თამაშებისა და კოლაბორაციული პროექტების მეშვეობით.

სილაბუსები ითარგმნა და ადაპტირდა ქართულ და სომხურ ენებზე, რაც უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობასა და კონტექსტურ ვალიდურობას. თარგმნის პროცესი ასევე მოიაზრებდა კონცეპტუალურ ადაპტაციას, რათა VaKE მიდგომა ბუნებრივად შერწყმოდა ადგილობრივ პედაგოგიურ ტრადიციებს.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პარტნიორმა აზერბაიჯანის უნივერსიტეტებმა არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ვერ შეძლეს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღება, პროექტი ღია რჩება მათთან სამომავლო თანამშრომლობისთვის, თუ ამის შესაძლებლობა შეიქმნება.

მიმდინარე სამუშაოები

ამჟამინდელი ფაზა ფოკუსირებულია მომზადებული სილაბუსების ფარგლებში საგნობრივი რიდერებისა და ავთენტური ეთიკური დილემების შემუშავებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს VaKE მეთოდოლოგიის იმპლემენტაციას ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ენის სწავლება, გეოგრაფია და სოციოლინგვისტიკა. ეს მასალები შექმნილია მომავალი მასწავლებლების კრიტიკული აზროვნების, ეთიკური რეფლექსიისა და ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარების გასაძლიერებლად.

სამომავლო ამოცანები მოიცავს:

  • გუნდი 5 – კურსების შემუშავებას მოქმედი მასწავლებლებისთვის (დაგეგმილია 2026 წლის მარტ-აპრილში).
  • გუნდი 6 – თემზე ორიენტირებული კურსების შემუშავებას (დაგეგმილია 2026 წლის სექტემბერ-დეკემბერში).

მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში PROVE პროექტი აგრძელებს ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების დანერგვას სამხრეთ კავკასიის უმაღლეს განათლებაში.

პროექტის კოორდინატორი: თამარ ასლანიშვილი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აღნიშნული სამუშაო პროცესი თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ პროექტის გვერდი: https://prove.tesau.edu.ge