„როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“ - ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

22 და 24 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტში PROVE პროექტის ფარგლებში ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი აკადემიური პერსონალისთვის - „როგორ ვასწავლოთ ღირებულებები?“

ტრენინგის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გაცნობოდა თუ რას გულისხმობს ღირებულებითი განათლება და როგორ შეიძლება იქცეს აკადემიური შინაარსი ღირებულებების ფორმირების ინსტრუმენტად; როგორ არის შესაძლებელი გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბოს ეთიკური ცნობიერების, სოციალური პასუხისმგებლობის, კრიტიკული აზროვნების მქონე პროფესიონალები.

ტრენინგი ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ტერნინგის პირველი დღე ფიზიკურ გარემოში ჩატარდა, მეორე დღე კი ონლაინ ფორმატში იყო შეთავაზებული.

პირველ დღეს ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, ღირებულებების განმარტება და მათი კლასიფიკაცია, ღირებულებების სწავლების სტრატეგიები, დილემის აგება და VaKE მეთოდოლოგიის გამოყენება;.

მეორე დღეს კი მონაწილეებმა განიხილეს მსგავესება-განსხვავებები პრობლემაზე, შემთხვევასა და დილემაზე დაფუძნებულ სწვალებებს შორის, იმსჯელეს დილემის სტრუქტურასა და სპეციფიკაზე, კოლბერგისა და VaKE დილემას შორის არსებულ ნიუანსურ განსხვავებებზე, ბოლოს კი განიხილეს ხელოვნური ინტელექტის როლი ცოდნასა და ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლებისას, რის შემდეგაც მონაწილეებს მიეწოდათ ხელოვნური ინტელექტის მიერ დილემის შესაქმნელად გამოსადეგი ინსტრუქციები, ე.წ. „პრომპთები“, და მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი სასწავლო მიმართულებებიდან გამომდინარე თავად შეექმნათ დილემები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ემსჯელათ ამ დილემების მახასიათებლებზე.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გაეგზავნათ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი დილემის შესაფასებელი „პრომპთები“ შექმნილი დილემების ობიექტური შეფასებისა და კრიტიკული ანალიზისთის.

შეგახსენებთ, რომ PROVE პროექტი ფოკუსირებულია სამშვიდობო განათლებაზე, რომელიც ეფუძნება ღირებულებით სწავლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების (VaKE - Values and Knowledge Education) მიდგომებს. ეს არის ინოვაციური, სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდი, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ და კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას. პროექტის მიზანია ამ მიდგომის ინტეგრირება აკადემიურ პროგრამებში და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის, საბერძნეთის, საქართველოსა და სომხეთის ორგანიზაციების/უნივერსიტეტების თანამშრომლობით და დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) ფარგლებში.